გორის საფეხბურთო კლუბი „დილა“ 2025 წელს ევროტურნირზე (კონფერენს ლიგაზე) იასპარეზებს.
გუნდმა ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის 2024 წლის სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
სეზონის ბოლო ტურის მატჩში გორელები ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ „დილა“ საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეხუთედ გახდა. გარდა ამისა, 2013 წელს - ვიცე-ჩემპიონის, 2015 წელს კი ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს