

გორის მუნიციპალიტეტის მერია „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში პროექტების დაფინანსებას აგრძელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ცოდნის დონის ამაღლებას და წიგნით დაინტერესებას ემსახურება, მეათე საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოზარდები გორელ პოეტს ნოდარ მდინარიძეს შეხვდნენ.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მეათე სკოლა პროექტს - „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს. დაგეგმილ აქტივობაში არაერთი მოსწავლე იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში შეიძინეს წიგნები, შეიქმნა მკითხველთა კლუბი, წაკითხული ლიტერატურის მიხედვით მომზადდა კედლის გაზეთები, პოსტერები, კარიკატურები, გაიმართა გამოფენები, მოეწყო წაკითხული ნაწარმოებების განხილვები და სხვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპექტაკლისთვის მზადება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.