

გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დეკემბერში ჩანიშნული ყველა სპექტაკლის ჩვენება გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას თეატრის ადმინისტრაციამ „ფეისბუქის“ საშუალებით აცნობა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველა იმ პირს, ვინც დეკემბერში ჩანიშნულ სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები შეიძინა, თანხა დაუბრუნდება.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დეკემბერში ჩანიშნული ყველა სპექტაკლი მოხსნილია!
ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და ბილეთების დაბრუნების მსურველებს, გთხოვთ, მიაკითხოთ თეატრის სალაროს (ტელ.: 0370277932; 577390350)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თეატრი ავრცელებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.