

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია დაიწყო. და 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატების და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
„პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, აუცილებელია, კადასტრში თხილის ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა მაშინაც კი, თუ გასულ წელს მონაწილეს უკვე დარეგისტრირებული აქვს თხილის ბაღი.
თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები შესაბამისი გრაფიკით უკვე ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლის და ვიზიტის თარიღის მითითებით, განთავსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.