გორის თეატრი, კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, 29 ნოემბერს წარმოდგენას უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში გამართავს.
რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.
სპექტაკლში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია და ლევან ოზგებაშვილი მონაწილეობენ.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს