სამთავრობო პროგრამა და მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს უკვე წარედგინა. საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს.
უკვე ჩაინიშნა მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკიც.
წარდგენილი შემადგენლობის მიხედვით, პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. მთავრობაში შეიცვალა სამი მინისტრი: იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს - მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანდიდატურად დავით სონღულაშვილია დასახელებული.
შეგახსენებთ, არჩევნებში ბარიერგადალახული ხუთი პარტიიდან, ,,ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით არცერთი პარტია არ შესულა.