იაპონიაში, ოსაკის პრეფექტურაში დაფუძნებულმა საშხაპეების მწარმოებელმა კომპანია Science-მა დააპროექტა ვერტიკალური კაბინა, რომელიც ადამიანის სარეცხი მანქანაა. მწარმოებლების ინფორმაციით, კაბინაში არსებული სენსორები ზომავს შიგნით მყოფი ადამიანის პულსს და სხვა ბიოლოგიურ მონაცემებს.
,,Mirai Ningen Sentakuki"-ის გამოგონება ჯერ მხოლოდ აპრილში, ოსაკაში დაგეგმილი გამოფენით შემოიფარგლება, თუმცა, შესაძლოა, შემდგომში წარმოებაში ჩაეშვას.
ინფორმაციის თანახმად, ,,მომავლის სარეცხ მანქანაში“ ყოველდღიურად რვა ადამიანს შეუძლია „გარეცხვა და გაშრობა“.
კაბინაში დამონტაჟებულია ეკრანიც, რომელიც სენსორულად იმართება და დაბანის პარალელურად, შესაძლებელია ამ ეკრანზე ვიდეოების ყურებაც.