

გორის თეატრი კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას და 29 ნოემბერს წარმოდგენას უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში გამართავს.
რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.
სპექტაკლში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაია და ლევან ოზგებაშვილი მონაწილეობენ.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის