XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - დაამტკიცა.
პაპუაშვილი კენჭისყრამდე სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა. არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა. ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს. რაც უფრო დიდია ქვეყანა, რაც მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, მით უფრო ქმედითი და ძლიერია მისი გავლენა. თუმცა, ისტორიულადაც და თანამედროვეობაშიც ყველაზე ეფექტურ ძალად შინაური მტერი გამოიყენება - ციხე შიგნიდან ტყდება, სწორედ ამიტომ, გავლენის მოსაპოვებლად, უცხო ძალა სწორედ შიდა დასაყრდენს ეძებს, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგასხენებთ, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან.