

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 16 თანამშრომელს, აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის (ROLE 2 F) საველე სწავლებაში - GEOMEDEX 2024 მონაწილეობისა და დაკისრებული მოვალეობის მაღარხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს მადლობის სიგელები ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილემ ლევან ჯუღელმა და ადმინისტრაციის უფროსმა იური მაჭავარიანმა გადასცეს.
როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, ROLE 2 F-ის სწავლების პერიოდში, ქვედანაყოფმა საწყისი ოპერატიული შესაძლებლობის (IOC) დადებითი შეფასება NATO-ს სტანდარტების შესაბამისად გაიარა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.