

მსოფლიო ბავშვთა დღე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს.
„მოსწავლეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისგან მხატვრული ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა სახალისო ვიქტორინა. მოზარდებს სადღესასწაულო განწყობა გასართობი ცენტრის ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს“, - აცხადებენ მერიაში.
მსოფლიო ბავშვთა დღე 20 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და რესურსების მობილიზაციას იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.