

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების სოციალურად დაუცველ (ქულა: 0-დან 120 000-ის ჩათვლით) წევრებს წელიწადში ერთხელ 500 ლარით დაეხმარება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
კუთვნილი დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.