

ადგილობრივი თვითმმართველობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებსაც სტიქია საცხოვრებელ ფართს დაუზიანებს.
აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა წელიწადში ერთხელ, ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით, არაუმეტეს 6000 ლარს მიიღებს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.