

დღეს საღამოს, საქართველოში, ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია - „მადლიერების ტაში“ გაიმართა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, ზუსტად 21:00 საათზე, მოქალაქეებმა მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასაქმებულების მიმართ. ტაშთან ერთად, ბევრგან ისმოდა საქართველოს ჰიმნიც.
„მადლიერების ტაში“, ქართველი მედიკოსების გარდა, მიეძღვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო