ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია ხვალ, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად ol – reg . naec . ge /register უნდა გაიარონ.
„ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც. რაც შეეხება მსურველებს, რომლებსაც ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა ესაჭიროებათ, შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველ წელს ტარდება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ