ძიუდოს კლუბის „გორიჯვარი“ სპორტსმენი იოანე აბალაკი (+90კგ.) უნგრეთის ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია.
ძიუდოისტმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სერბი ფილიპ ცირკოვიჩი იპონით დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ იოანე აბალაკი მიმდინარე წელს ანტალიის და თელავის ევროპის თასებზეც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
უნგრეთის ევროპის თასი ქალაქ გიორში ჩატარდა. შეჯიბრი კადეტთა შორის გაიმართა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს