

14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება.
აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება თვითრეგისტრაცია გაიაროს.
29 ნოემბრიდან კი აღწერის მეორე ეტაპი დაიწყება და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინტერვიუერები ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით 19 დეკემბრის ჩათვლით შეაგროვებენ.
„თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას. კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: www. geostat. ge.
გახსოვდეს, აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.