

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებას მოსახლეობის ხუთ კატეგორიას უწევს. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულების და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება შემწეობის თანხის ოდენობას400 ლარია.
შეგახსენებთ, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი თანხის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.