

„იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ - გორში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებაში გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 109 ავტორის/თანაავტორის 74 მოხსენება შემდეგ სექციებში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ლიტერატურა, ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია), ბუნებისმეტყველება, მათემატიკა/ინფორმაციული ტექნოლოგიები და სპორტი.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.