გორელი სპორტსმენი - ნინი ილურიძე საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
ფრენბურთის კლუბ „გორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი 16-წლამდელთა შორის იასპარეზებს.
„მეგობრებო კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვინდა გაგაცნოთ: ნინი ილურიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს (U16). წარმატებებულ და ნაყოფიერ ასპარეზობას ვუსურვებთ სპორტსმენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნინი ილურიძე ოქტომბერში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ დასახელდა.
ფრენბურთელი გორის №12 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.