

გორში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 538 973 ლარია და პროექტის ფარგლებში მოეწყობა გათბობის, წყალარინების, უსაფრთხოების, სავენტილაციო სისტემები, კეთილმოეწყობა გასახდელები, საწყობი, კაუჩუკის მოედანი, სახურავი.
„ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში 150-მდე ახალგაზრდა ეუფლება სპორტის აღნიშნულ სახეობას. ისინი სამუშაოების დასრულებამდე სხვადასხვა სპორტულ სკოლაში აგრძელებენ ვარჯიშს.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.