16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე ხვალ, 31 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
რაც შეეხება უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს.
„მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში გაიმართება და საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1-ელ ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია“, - ნათქვამია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.