

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ვახან ზატიკიანის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა ალექსანდრე ტლაშაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
მოჭიდავე ოქროს მედალს 38 კგ. წონით კატეგორიაში დაეუფლა.
ალექსანდრე ტლაშაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. სპორტსმენის მწვრთნელი ნიკო ტლაშაძეა.
ვახან ზატიკიანის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს სომხეთმა უმასპინძლა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი