

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიხედვით მოეწყო ხელოვნური საფარი, ღობე, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ასევე, დამონტაჟდა განათება.
„პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რაც შეეხება მიზანს, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება წარმოადგენს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.