

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.
თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩია.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სკვერის მოწყობაზე სამოქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით კი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული სკამები, გარეგანათება მოეწყობა.
შეგახსენებთ, სკვერების მოწყობა ამ ეტაპზე სხვა სოფლებშიც მიმდინარეობს და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს რამდენიმე ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.