

გორში და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგვის ურნების დამატება და დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების დიდი ნაწილი დაზიანებული იყო და გამოცვლას საჭიროებდა.
„გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაზიანებული ნაგვის ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს. სოფლებში ურნების რაოდენობაც გაიზარდა. გორში და 77 სოფელში, ჯამში, 300-ზე მეტი ახალი ურნა განაწილდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.