

შინდისის გმირების გამზირზე ბულვარის, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა მალე დასრულდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო გასართობი და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, დამონტაჟდება ტრენაჟორები, მოეწყობა გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.
სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.