

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამის- „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს, მიზანი კი, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობაა. პროგრამის ამოცანას, ასევე, წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა (მათ შორის, არასეზონურ პერიოდში).
პროექტის განმახორციელებელი სოფლის განვითარების სააგენტოა. რაც შეეხება პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: rda. gov. ge.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.