ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ, - აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს.
ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში (1-ელ სექტემბრამდე) პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები არ გამოიყენება.
შეღავათი შეეხება დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა, დღევანდელი გათვლებით, 50 მილიონ ლარს შეადგენს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ