12-13 ოქტომბერს გორი ხელბურთში მურად ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრში 2009-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.
12 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩატარდება (12:00 საათიდან). ფინალური პაექრობა და მესამე ადგილისთვის მატჩი კი 13 ოქტომბერს გაიმართება.
ტურნირს რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ვეტერანი ხელბურთელი მურად ჯავახიშვილი 15 წლის მანძილზე გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა.