გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში გაიმართება.
სპორტული აქტივობა 20 ოქტომებრს 12:00 საათზე დაიწყება და მეკლდეურთა კლუბის საცოც დარბაზში ჩატარდება.
ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალში 2010 წელს და უფროს ასაკში დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.
„მონაწილეებს დახვდებათ 18 სხვადასხვა სირთულის ბილიკი. სპორტსმენებს თითოეულ ბილიკზე 6 ცდის უფლება ექნებათ. გამარჯვებულები გავლილი ბილიკების რაოდენობის და დაგროვებული ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდებიან“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს