

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის პირველ საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩოგბურთის მაგიდა შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ ამბულატორიული კლინიკა „ნოვაციოს“ მხარდაჭერით გადასცა.
ფედერაციის პრეზიდენტის დავით ღამბაშიძის თქმით, გასულ წელს სპორტული ინვენტარით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 საჯარო სკოლა აღიჭურვა.
„შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია 2023 წლის მაისში დაფუძნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციამ ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი არაერთ საჯარო სკოლას გადასცა. აქტივობის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს. ფედერაცია სპორტულ-საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.