„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, ფეხბურთში რეგიონული პირველობა ჩატარდება.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს გორის და ქარელის გუნდები დაუპირისპირდებიან.
თამაში დღეს, 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მატჩი დღესვე, ხაშურის და კასპის გუნდებს შორის ჩატარდება. თამაში 17:30 საათზე დაიწყება.
ორივე შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს