

გორში პირველი დახმარების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ჩატარდა.
აქტივობაში წითელი ჯვრის ფილიალების გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებთან გამკლავება უწევდათ. თითოეული გუნდის მუშაობა წინასწარ შემუშავებული შეფასების ფორმებით შეფასდა.
აქტივობაში ჩართულ ადამიანებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ.
ჩემპიონატი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას წითელი ჯვრის კომიტეტის, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება მიზანს, ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეთა პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, საკუთარი და ერთმანეთის შესაძლებლობების - სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება და პირველი დახმარების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.