

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 5, 7, 12, 14, 19, 21, 26 და 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი თბილისიდან 00:30 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 05:38 საათზე ჩავლენ.
ბათუმი - თბილისის მიმართულებით კი რეისი 00:40 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:41 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.