

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით და მხარდაჭერით, სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის სპექტაკლი - „ისტორიის გაკვეთილი“, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს, აკადემიის სტუდენტებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარუდგინეს.
სპექტაკლს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა.
„ასეთი სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს იუნკერთათვის პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას და ამაღლებას“, - აცხადებენ აკადემიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.