შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა რუსთავის გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მატჩი გორელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეხვედრაში 2009-2010 წწ. დაბადებული ფრენბურთელები მონაწილეობდნენ.
გორელ სპორტსმენთა მწვრთნელები თინა ფსუტური და ნინო სირაძე არიან.
ამხანაგური მატჩი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ