გორის მწერალთა სახლი დაინტერესებულ საზოგადოებას მორიგი წიგნის პრეზენტაციაზე ეპატიჟება.
ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნეს, ფილოლოგის იოსებ მეგრელიძის წიგნის - „სიძველეები ლიახვის ხეობაში“, წარდგენა 4 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ნაშრომში აღწერილია ლიახვის ხეობაში არსებული საუკუნეებისწინანდელი საცხოვრებელი, თავდაცვითი და საკულტო ნაგებობანი, მათი და საფლავის ქვათა ისტორიული მნიშვნელობის წარწერები, ფიქსირებულია ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული და სხვა მასალები. დახასიათებულია თანამედროვე მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ა.შ.
ღონისძიება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, ქართველ მეცნიერი, პროფესორი იოსებ მეგრელიძე, ვისაც „კავკასიოლოგიის პატრიარქი“ უწოდეს, 1909 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა და 1996 წელს გარდაიცვალა.