

გორში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პუშკინის ქუჩაზე უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა, დამონტაჟდა და დაიხაზა საგზაო ნიშნები. მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემაც.
„პროეტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 350-მეტრიან მონაკვეთზე - იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.