„გორი“ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის ქართულ ჭიდაობაში გამართული გუნდური პირველობის მესამე ადგილის მფლობელია.
შეჯიბრი „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში ჩატარდა და მეტეხის ღია საჭიდაო არენამ უმასპინძლა.
ტურნირის გამარჯვებული „კასპი“, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ქარელის გუნდი „ხაბარელი“ გახდა.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი იანტბელიძე (75 კგ.), ჯაბა მელაძე (85 კგ.), არჩილ მამულაშვილი (95 კგ.) და ლაშა მღებრიშვილი (+95 კგ.).
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები (I ადგილი - 10 000 ლარი, II ადგილი - 5 000 ლარი, III ადგილი 3 000 ლარი) გადაეცათ.