

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და ომის ვეტერანებმა პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
აქტივობა პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში განხორციელდა.
გორელ მონაწილეებთან ერთად, სპორტულ ღონისძიებაში ბენეფიციარები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩართულები.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, მიზანი კი, შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებაა.
პროექტში გორელების მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.