

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, 3X3-ზე კალათბურთში რეგიონული ტურნირი გაიმართა.
გორის გუნდმა შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულა.
ხაშურის გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა, მეორე ადგილი კი ქარელის გუნდმა დაიკავა.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულს და საპრიზო ადგილის მფლობელებს ფულად პრიზებთან ერთად, სიგელები და თასები გადაეცათ.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. ტურნირის მიზანი სპორტის და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი