გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა ზანგალაძე დიდი საერთაშორისო ტურნირის მესამე ადგილის მფლობელია.
შეჯიბრი ყაზახეთის ქალაქ ატირაუში ჩატარდა და უფროსი ასაკის სპორტსმენები ათზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
გორელი მოჭიდავე 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის პირადი მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი და დავით პოღოსიანი არიან.