

გორში, აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია ხორციელდება.
შესაბამისი სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე, ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ბეტონის ფერადი ფილები, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები (საჭიროების გათვალისწინებით).
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ტროტუარების რეაბილიტაციამდე აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ენერგოეფექტური პროექტიც განხორციელდა, რაც გარე განათების ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებდა.
ორივე პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.