ერთი - პირველი, ორი - მეორე და ერთი მესამე ადგილით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოში გამართული საქართველოს სარეიტინგო ტურნირი.
შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ.) გახდა.
დავით ხარიბეგაშვილი (50 კგ.) და გიორგი ბაბუციძე (66 კგ.) მეორე ადგილს დაეუფლნენ.
მესამე ადგილზე საბა პავლიაშვილი (50 კგ.) გავიდა.
საქართველოს სარეიტინგო ტურნირი თბილისში ჩატარდა. შეჯიბრის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ძიუდოს მასობრიობა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.