თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 23 წლამდელებს შორის, გორელმა სპორტსმენებმა ორი - ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დავით ფაცინაშვილი (70 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
ომარ გაზაშვილი (61 კგ.) და გიორგი რომელაშვილმა (92 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეებიდან სამი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, ომარ გაზაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ბუქარესტში (რუმინეთი) ჩატარდა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა