

ცირკულარული ეკონომიკის და ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით, გორელი სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მონაწილეები ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების, დაცული ტერიტორიების და ეკოსისტემების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის - „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანი გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ აქტივობებში თემების და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის გაზრდაა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.