ოთხი მედლით დაასრულეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენმა გოგონებმა ძიუდოში გამართული სარეიტინგო ტურნირი.
ნატალი იაშვილი (44 კგ.) და ქეთი რობაქიძე (70 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ. დალი მაზანაშვილმა (63 კგ.) კი მესამე ადგილი დაიკავა.
სამივე სპორტსმენი 2008-2009 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობდა.
რაც შეეხება მაგდა ჯალაბაძეს (63 კგ.), ძიუდოისტი 2005-2007 წწ. დაბადებულებს შორის მეორე ადგილის მფლობელია.
სარეიტინგო ტურნირი ახმეტაში ჩატარდა.