

17 სექტემბერი პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 5 წლის წინ, 2019 წელს დააარსა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
თარიღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოების და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა, ასევე, ჯანდაცვის სისტემის პაციენტზე უსაფრთხოდ მორგება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით, მედიკოსებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები.
„დასვით სწორი დიაგნოზი, გაეცით სწორი დანიშნულება, აიცილეთ თავიდან სტაციონარული ინფექცია, გააუმჯობესეთ თანამშრომელთა კომუნიკაცია, მოახდინეთ პაციენტის უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია, გამოიყენეთ მედიკამენტები უსაფრთხოდ, გამოიყენეთ შენობის დაცვის სტანდარტები“, - ჯანმოს შვიდი რეკომენდაციაა, რომელთა განხორციელება პაციენტთა დაცულობას ზრდის.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.