

„სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია“ - გორელი ახალგაზრდების ჩართულობით, სტეფანწმინდაში ფოლკლორის და ხელოვნების ფესტივალი მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები ხუთი დღის განმავლობაში დარიალის ხეობაში იმყოფებოდნენ და ულამაზესი ხეობა, გველეთის ჩანჩქერი მოინახულეს.
სტეფანწმინდაში კი ცეკვის და სიმღერის საღამოები მოეწყო. ახალგაზრდების მიერ ბიისის ბანაკში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაც გაიმართა.
აღნიშნულ ფესტივალში, ბიისის საზაფხულო ბანაკის მონაწილე ის აქტიური ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.